უკრაინის შესახებ მეორე სამშვიდობო სამიტი შეიცავს რუსეთისთვის მიუღებელ მიდგომებს - სერგეი ლავროვი

საქართველო, თბილისი - 2024-07-18 08:34:00

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტის გამართვის შესახებ დისკუსიები შეიცავს მიდგომებს, რომლებიც მიუღებელია რუსეთისთვის და „ბევრი სხვა“ სახელმწიფოსთვის.

ამის შესახებ მან გაერო-ში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მეორე სამშვიდობო სამიტის განხილვა ეფუძნება „ზელენსკის ფორმულას“, „რომლის მიუღებლობაც დიდი ხანია ყველასთვის ცნობილია“.

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რას გააკეთებენ იქ {პოტენციური მეორე სამშვიდობო სამიტის მონაწილეები}, ყველამ ასე თუ ისე ჩამოაყალიბა აბსოლუტურად ცალმხრივი მიდგომები, რომლებიც სრულიად მიუღებელია ჩვენთვის და ბევრი სხვისთვის, ვინც გულწრფელად არის დაინტერესებული მშვიდობით“, - განაცხადა ლავროვმა.