ვაშინგტონი ხელმძღვანელობს „ომის ბანდებს“ - მარია ზახაროვა უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებაზე

საქართველო, თბილისი - 2024-07-10 19:57:00

დასავლეთის მიერ უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემა იმაზე მეტყველებს, რომ ვაშინგტონი ხელმძღვანელობს „ომის ბანდებს“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

”ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ვაშინგტონი ხელმძღვანელობს ომის ბანდებს”, - განაცხადა დიპლომატმა.

10 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა დიკ სხოოფმა და დანიის მთავრობის მეთაურმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები შეძლებენ გამოიყენონ შეერთებული შტატების, ნიდერლანდების და დანიის მიერ გადაცემული საბრძოლო თვითმფრინავები.

ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს გამანადგურებლები წელს, ზაფხულში უკრაინის ცაზე გამოჩნდებიან.