მე მჯერა ფრანგი ხალხის შესაძლებლობების, გააკეთოს ყველაზე სამართლიანი არჩევანი თავისთვის და მომავალი თაობებისთვის - ემანუელ მაკრონი

საქართველო, თბილისი - 2024-06-10 12:12:00

ჩემი ერთადერთი ამბიცია არის სარგებლობა მოვუტანო ჩვენს ქვეყანას, რომელიც ძალიან მიყვარს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი X-ში წერს.

„საკანონმდებლო არჩევნები 30 ივნისსა და 7 ივლისს გაიმართება.

მე მჯერა ფრანგი ხალხის შესაძლებლობების, გააკეთოს ყველაზე სამართლიანი არჩევანი თავისი თავისთვის და მომავალი თაობებისთვის.

ჩემი ერთადერთი ამბიცია არის სარგებლობა მოვუტანო ჩვენს ქვეყანას, რომელიც ძალიან მიყვარს“, - წერს ემანუელ მაკრონი.

შეგახსენებთ, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შედეგ, რომელშიც გამარჯვება მარინ ლე პენის პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ (RN) მოიპოვა, მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.