დღეს გავხდი კომპანია "ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი, ვაფუძნებთ "წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას", რომლის თავმჯდომარეც ვიქნები - გიორგი კეკელიძე

საქართველო, თბილისი - 2024-01-17 14:04:00

დღეს გავხდი კომპანია ,,ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი. ვაფუძნებთ ,,წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას", რომლის თავმჯდომარეც ვიქნები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწარალი გიორგი კეკელიძე წერს.

„დღეს გავხდი კომპანია ,,ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი. ვაფუძნებთ ,,წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას", რომლის თავმჯდომარეც ვიქნები - ეს საქმე ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას მოემსახურება“, - წერს გიორგი კეკელიძე.

შეგახსენებთ, გიორგი კეკელიძე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. მას კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის.