აშშ მხარს არ უჭერს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას, რადგან ეს „ჰამასს“ გააძლიერებს და გააგრძელებს ისრაელზე ტერორისტულ თავდასხმებს - მეთიუ მილერი

საქართველო, თბილისი - 2023-10-27 15:24:00

აშშ მხარს არ უჭერს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტას, რადგან ეს „ჰამასს“ გაძლიერების საშუალებას მისცემს და გააგრძელებს ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის გარდა, ისრაელის უდანაშაულო მოქალაქეები ყოველდღიურად „ჰამასის“  რაკეტების,სამიზნეები არიან.

„ჩვენ წინააღმდეგი ვიქნებით ნებისმიერი სახის ცეცხლის შეწყვეტის, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გააგრძელონ ეს ოპერაციები“, – აღნიშნა მილერმა.

ამასთან, მილერის განცხადებით, აშშ მომხრეა, რომ მხარეებმა განიხილონ ჰუმანიტარული პაუზა, რაც დახმარების მიწოდების შესაძლებლობას მისცემთ. მისივე თქმით, იმუშავებენ ღაზაში რაფაჰის გამშვები პუნქტის გასახსნელად.