ანაკლიიდან 4 კილომეტრში რუსული საზღვაო ფლოტის განთავსებაზე ხელისუფლების რეაგირება არასაკმარისია - DRI

საქართველო, თბილისი - 2023-10-26 10:33:00

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების რეაგირება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოთხ კილომეტრში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არასაკმარისი და შესაბამისად, არაეფექტიანია.

"აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. მისი განცხადებით, სამხედრო-საზღვაო ფლოტის განთავსება მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და ემსახურება მათი უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ 9 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნა, რომ გმობს ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის განთავსებას.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სამხედრო საზღვაო ფლოტის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ფიჩორთან, ანაკლიიდან 4 კილომეტრში, მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები უკვე სამი კვირაა დაწყებულია. სოფელი ფიჩორი გალის რაიონის დაბალ ზონაში მდებარეობს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ადგილობრივი საკონტაქტო პირების განცხადებით:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2023 წლის 24 ოქტომბერს გამოეხმაურა ცნობას ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ და აღნიშნა, რომ უკრაინა თავს არ შეიკავებს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო გემებზე თავდასხმისგან: „ცოტა ხნის წინ, რუსეთის ხელმძღვანელი იძულებული გახდა, შავი ზღვის ფლოტის, უფრო სწორად, მისი ნარჩენების ახალი ბაზის შექმნა გამოეცხადებინა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან რაც შეიძლება შორს, მაგრამ მათ ყველგან მივწვდებით.“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა „სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების შესახებ“ და აღნიშნა, რომ „მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას.“

საპარლამენტო ოპოზიციამ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის წინააღმდეგ პარლამენტისგან რეზოლუციის მიღება მოითხოვა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ფლოტის განთავსება ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის საქართველოს და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ ამ დრომდე მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის დეკლარირებული პროტესტი არასაკმარისი და არაეფექტიანია. იმ მოცემულობაში, როდესაც მტრული სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით ცდილობს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებას, საქართველოს ხელისუფლებამ, სულ მცირე, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას:

- აღნიშნულია განცხადებაში.