მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ სოჭში უკრაინული დრონი მისი ოჯახის სახლის წინ ჩავარდა

საქართველო, თბილისი - 2023-10-01 20:18:00

კრემლის პროპაგანდისტი, ტელერახ RT-ის წამყვანი და მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ სოჭში უპილოტო საფრენი აპარატი მისი ოჯახის სახლთან ახლოს ჩავარდა.

„ღამით, ადლერში {უბანი სოჭში} დრონი  ჩვენი ოჯახის სახლის წინ ჩამოვარდა, სადაც მე და დედაჩემი გავიზარდეთ და სადაც ჩემი ნათესავები და მათი მცირეწლოვანი ბავშვები ჯერ კიდევ ცხოვრობენ“. - აცხადებს სიმონიანი.

მისი თქმით, მომხდარი მეტყველებს რუსეთის „ბირთვული ულტიმატუმის“ სასარგებლოდ.

”მიზნები უფრო და უფრო შორსაა, ფსონები უფრო მაღალია, ბირთვული ულტიმატუმი სულ უფრო უალტერნატივოა”, - წერს ის.

27 აგვისტოს სიმონიანმა განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქში მის სახლთან ერთი კვირის განმავლობაში ორ დრონი ჩავარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1-ელ ოქტომბერს ღამით სმოლენსკსა და სოჭზე დრონებით იერიში განხორციელდა. უკრაინული მედიის წყაროს ცნობით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები სოჭში რუსული ვერტმფრენების სადგომს დაეჯახა, მათივე ცნობით შეტევის უკან უკრაინის დაზვერვის მთვარი სამმართველო დგას.