ომარ სააკაშვილი დაიბადა 1942 წლის 27 აპრილს ქ. კასპში. დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. 1968 წელს დაამთავრა მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტი ტრიკოტაჟის ნაწარმის მხატვრული გაფორმებისა და მოდელირების სპეციალობით. 1968-82 წლებში მუშაობდა საქართველოს მოდელების სახლში მხატვარ-მემოდელედ. 1971 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.1974-2006 წლებში მუშაობდა პედაგოგად თბილისის სამხატვრო აკადემიის ქსოვილებისა და მოდელირების კათედრაზე.1982-1986 წლებში მივლინებული იყო პედაგოგად ალჟირის მსუბუქი მრეწველობის ნაციონალურ ინსტიტუტში. 2002 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.
1970-78 წლებში მონაწილეობა მიიღო პარიზის, ბერლინის, პლოვდივის, ბრნოს, ზაგრების საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო გამოფენებში. 1974 წელს, პლოვდივის მოდის II საერთაშორისო ფესტივალზე, მისი მოდელები დაჯილდოვდა მთავარი პრიზით, 4 ოქროს მედლით და დიპლომით. 1978 წელს, ბრნოს მოდის საერთაშორისო ფესტივალზე, დაჯილდოვდა პრიზით `ოქროს ლენტი~.
მხატვრის პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში (1977, 1987, 2002, 2007, 2008), ალჟირში (1985, 1986), მოსკოვში (1987), კასპში (2004).