აჭარაში მეწყერი ჩამოწვა

საქართველო, თბილისი - 2009-11-22 12:22:00

აჭარაში მეწყერი ჩამოწვა. აღნიშნულის გამო სოფელ სიმონეთში 40-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

რუსტავი 2-ის ინფორმაციით, წაღებულია სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი. გათიშულია საკომუნიკაციო საშუალებებიც.

ეს ტერიტორია მეწყერულ ზონადაა მიჩნეული, თუმცა მსგავსი შემთხვევა იქ პირველად მოხდა.

სიმონეთში გზებისა და ხიდის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.