ლუკა კილაძე 15-წლამდე ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

საქართველო, თბილისი - 2023-04-22 22:39:00

ლუკა კილაძე 15-წლამდე ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონია. ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაციია ავრცელებს.

„პირველად, 21 წლის შემდეგ!!! ლუკა კილაძე - მსოფლიო ჩემპიონია!!!

ლუკამ, 9-იდან 7 ქულით გაიმარჯვა მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის!

აღსანიშნავია, რომ 2002 წლის შემდეგ პირველად გახდა ქართველი მოჭადრაკე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ჭაბუკთა შორის!

ქართველი ჩემპიონის მწვრთნელები: საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა და საერთაშორისო ოსტატი დავით ზარქუა არიან“, - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.