ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი საკუთარ გუნდს დღეს დაასახელებს

საქართველო, თბილისი - 2009-11-21 11:30:00

დღეს, 21 ნოემბერს ტექნიკურ ცენრტ "ბასაში" ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე მე-17 ყრილობა იმართება.

დღის წესრიგი სამი საკითხისგან შედგება: სფფ-ის წესდებაში ცვლილებების შეტანა, აღმასკომის წევრთა არჩევნები და სხვადასხვა.

ყრილობის დასრულებისთვის საბოლოოდ გაირკვევა ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას გუნდის შემადგენლობა.

ყრილობა ჟურნალისტებისთვის დახურულა და ოფიციალური კომენტარები ყრილობის დასრულების შემდეგ გაკეთდება.