საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ასეული ავღანეთიდან ბრუნდება

საქართველო, თბილისი - 2010-12-10 08:00:00


დღეს, 10 დეკემბერს, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ასეული ავღანეთიდან ბრუნდება. ქართველ სამხედროებს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე დახვდებიან.

მესამე ქვეითი ბრიგადის სამშვიდობო ასეულის სამხედრო მოსამსახურეები ნატოს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების საერთაშორისო ძალები) ოპერაციაში ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას.