ხელოვნების სასახლის ბიბლიოთეკასა და რარიტეტულ გამოცემათა ფონდში დაცულია 32000-მდე ექსპონანტი. ფონდის ძირითადი ნაწილი შედგება წიგნებისგან ქართულ და რუსულ ენებზე თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, ხელოვნების, ისტორიისა და რელიგიის შესახებ. ასევე დაცულია უნიკალური მხატვრული ლიტერეტურა, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, პიესები, 3000-მდე სანოტო წიგნი, სხვადასხვა დასახელების ჟურნალ-გაზეთი, რარიტეტული გამოშვებები რუსულ და ქართულ ენებზე (შოთა რუსთაველი "ვეფხისტყაოსანი" - 1887 წ, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი "სიტყვის კონა"- 1884 წ, გუნიას "ქართული თეატრი" - (1878-1889წ)).
მნიშვნელოვანია წიგნები ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებით (ნიკო ფიროსმანიშვილის" წიგნი ლადო გუდიაშვილის ავტოგრაფით და ა. შ.).
საქართველოში წიგნიერების განვითარებისთვის აუცილებელია მსგავსი სამკითხველოების შექმნა, რაც საზოგადოებაში წიგნის კითხვის მოტივაციას გააძლიერებს.