კასპის რაიონის სოფელმა ქვემოჭალამ გაზი მიიღო

საქართველო, თბილისი - 2009-11-20 17:45:00

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური სოფელ ქვემოჭალაში იმყოფებოდა. 

საპრეზიტენტო პროგრამის "გაზი ყველა სოფელს" ფარგლებში სააქციო საზოგადოებამ "იტერა-საქართველო", დაასრულა კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის გაზიფიცირება.
აშენდა 2 კილომეტრის სიგრძის ახალი გაზგამანაწილებელი ქსელი. ოცმა ოჯახმა უკვე მიიღო ბუნებრივი აირი, ხოლო უახლოეს პერიოდში მათი რიცხვი 400-მდე გაიზრდება.

სააქციო საზოგადოება "იტერა-საქართველო" აგრძელებს კასპის რაიონის სოფლების გაზიფიცირებას. წელს უკვე ქსელში ჩაერთო 2823 აბონენტი, წლის ბოლომდე კიდევ 377 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს.