საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს

საქართველო, თბილისი - 2010-12-07 11:29:00

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზაზა გოგავა ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს.

გოგავას სამუშაო ვიზიტი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით ხორციელდება. მის ფარგლებში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა პირველი შეხვედრა უკვე გამართა. გოგავა აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის უწყებებს სტუმრობდა და მათ პირველ პირებს შეხვდა.

გარდა ამისა, ქართველი გენერალი ორ დღეში აშშ-მექსიკის საზღვართან არსებულ ქალაქ ელპასოში ჩავა და აშშ-ის საზაღვრო პატრულის მუშაობას ადგილზე გაეცნობა.

"ჩვენ პრაქტიკულად ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავდივართ, რაც ქვეყნების სასაზღვრო უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლას და ტრეინინგების წარმოებას ითვალისწინებს", - აცხადებს გოგავა.