ნინო ჩხეიძე და "ქუჩის ბიჭები" კლიპს იღებენ

საქართველო, თბილისი - 2022-10-20 13:31:00

მომღერალი ნინო ჩხეიძე და "ქუჩის ბიჭები" კლიპს იღებენ.

გადაღებები თბილისში სტუდიურად და გარე სივრცეებში მიმდინარეობს.

სიმღერის - "მე შენ მჭირდები" მუსიკის ავტორი ბექა ნიკოლაიშვილია, ტექსტი კი "ქუჩის ბიჭებს" ეკუთვნის.

ნინო ჩხეიძისა და "ქუჩის ბიჭებისთვის" ეს პირველი თანამშრომლობაა.

კლიპის გადარებებს Happy Dreamers Production ახორციელებს და მასზე რეჟისორები - სერგო ეგოიანი და ზურა ვასაძე მუშაობენ.

კლიპის პრემიერა ნოემბრის შუა რიცხვებში იგეგმება.