პუტინი მოკვდება ისე, რომ უკრაინის ოკუპაციას ვერ შეძლებს - ჯიმ რიში

საქართველო, თბილისი - 2022-09-29 23:38:00

ის [პუტინი] მოკვდება ისე, რომ უკრაინის ოკუპაციას ვერ შეძლებს,“-  ამბობს რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.  

„პუტინის იდეა, რომ მას შეეძლო ამ ქვეყნის [უკრაინის] ოკუპაცია და იქ მის მიერ მართული რეჟიმის დანიშვნა, ასევე ის ამოცანა, რომ ის შემდეგ სხვა ქვეყნებში გადასულიყო, დასრულდა! ის ვერასდროს მოახდენს ამ ქვეყნის [უკრაინის] ოკუპაციას. ის [პუტინი] მოკვდება ისე, რომ უკრაინის ოკუპაციას ვერ შეძლებს,“- ამბობს რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში.