საფრანგეთმა 1.2 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა

საქართველო, თბილისი - 2022-08-01 20:03:00

საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ, საფრანგეთმა გაყინა რუსი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების კუთვნილი აქტივები, საერთო ჯამში, 1.2 მილიონი ევრო.

აღნიშნული შესახებ La Tribune-სთან ინტერვიუში საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს დაზვერვისა და იატაკქვეშა ფინანსური სქემების დირექტორატის ხელმძღვანელმა გიიომ ვალე-ვალამ განაცხადა.

"გაყინული აქტივების მოცულობა დაახლოებით 1,2 მილიარდ ევროს შეადგენს, თუ არ გავითვალისწინებთ რუსეთის ბანკის კუთვნილ აქტივებს“, - განაცხადა მან.

ეს თითქმის ორჯერ აღემატება წინა მონაცემებს, რომელიც გამოცხადდა მარტის ბოლოს, როდესაც საფრანგეთში 850 მილიონი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაიყინა.