ბორის ჯონსონმა ზელენსკის ჩერჩილის სახელობის ლიდერობის ჯილდო გადასცა

საქართველო, თბილისი - 2022-07-26 21:49:00

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სერ უინსტონ ჩერჩილის პრემიით დააჯილდოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე ვრცელდება.

„პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი სერ უინსტონ ჩერჩილის პრემიით დააჯილდოვა ლიდერობისა და წარმოუდგენელი სიმამაცისთვის, დაუმროჩილებლობისა და ღირსებისთვის პუტინის ბარბაროსული შეჭრის წინაშე. დიდი ბრიტანეთი მუდამ უკრაინის გვერდით“, - ნათქვამია ინფორმციაში.