ევროკომისიამ წევრობის პერსპექტივა მოგვცა ხალხს, კანდიდატობაზე უარი – ხელისუფლებას - გია ნოდია

საქართველო, თბილისი - 2022-06-20 13:55:00

ევროკომისიამ წევრობის პერსპექტივა (ამ ეტაპზე, რეკომენდაცია) მოგვცა ხალხს, საზოგადოებას, ხოლო კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრა ხელისუფლებას, - წერს პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ზე. 

„ხალხმა ჩვენს ქვეყანაზე ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ. ამიტომ დღეს აქციაზე უნდა მოვიდეთ“, - წერს ნოდა.

17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები მოითხოვა. საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო.