ილონ მასკი Twitter-ს 44 მილიარდ დოლარად შეიძენს

საქართველო, თბილისი - 2022-04-26 00:18:00

კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი სოციალურ ქსელს Twitter-ს 44 მილიარდ დოლარად შეიძენს.

ცოტა ხნის წინ, მასკმა და Twitter-ის დირექტორთა საბჭომ აღნიშნულთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

ამ გარიგების შედეგად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის კონტროლის ქვეშ მოექცევა.

Twitter-ის შეძენაზე მოლაპარაკებები დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მათი შედეგები ბოლო მომენტამდე გარკვეული არ იყო, თუმცა, საბოლოოდ, კომპანიის დირექტორთა საბჭომ მასკის შეთავაზება მიიღო.

მანამდე მასკი Twitter-ის უმსხვილესი აქციონერი გახდა - მან 9,2% აქცია 2,89 მილიარდ დოლარად შეიძინა.

Twitter-ის შეძენის გამოცხადების შემდეგ, კომპანიის აქციები გაძვირდა.