საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქეთის შეაიარაღებული ძალების გენშტაბმა ტექნიკური საშუალებები გადასცა

საქართველო, თბილისი - 2010-11-25 19:28:00

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქეთის შეაიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გადასცა.

 

თურქეთსა და საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დიდი ხნის გამოცდილება აქვთ. დღეს თურქულმა მხარემ განახორციელა ლოჯისტიკური სახის დახმარება. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მათ, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ.

 

გრანტის ფარგლებში საქართვლოს გადმოეცა 8 ერთეული  ავტომობილი და სხვადასხვა დასახელების ტექნიკური საშუალებები.

 

ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ლოჯისტიკის, ასევე განათლების სფეროში. დღევანდელი ღონისძიება არის ყოველწლიური დახმარების ნაწილი რომელსაც თურქთი საქართველოსთვის ახროციელებს, - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ლევენთ მურათ ბურჰანსმა.

 

2005 წლის სამხედრო გრანტის ხელშეკრულებისა და ლოგისტიკის ოქმის ფარგლებში ქართულ მხარეს დღეს მილიონ ნახევრი დოლარის ღირებულების ტექნიკური საშუალება გადაეცა.