ხვალ ლიტერატურულ კონკურს "შემოდგომის ლეგენდაში" გამარჯვებული გამოვლინდება

საქართველო, თბილისი - 2009-11-19 20:50:00

ხვალ, 20 ნოემბერს, ლიტერატურულ კონკურს "შემოდგომის ლეგენდაში" გამარჯვებული გამოვლინდება.

ლიტერატურული კონკურსი "შემოდგომის ლეგენდა~ 24 ოქტომბერს თელავში, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია "ჯეოსელის~ ორგანიზებით გაიმართება.

ლიტერატურულ კონკურსში სტუდენტები მონაწილეობენ. კონკურსის მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაა. კონკურსის გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური 20 ნოემბერს გამოავლენს. პირველი სამი გამარჯვებული სახელმწიფო უნივერსიტეტისგან ფულად ჯილდოს მიიღებს.