კიევში, დაბომბვის შედეგად 12-სართულიანი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

საქართველო, თბილისი - 2022-03-16 11:46:00

კიევში, შევჩენკოს რაიონში, ოკუპანტების დაბომბვის შედეგად 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.

უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ჭურვის ნამსხვრევების მოხვედრის შედეგად ჩამოინგრა მე-12 და ტექნიკური სართულები, ასევე ნაწილობრივ დაზიანდა გვერდრით  მდებარე 9-სართულიანი სახლიც.

მაშველებმა შენობიდან მოსახლეობა გამოიყვანეს. ამ დროისათვის დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ დაშავებულია ორი ადამიანი და მიმდინარეობს სავარაუდო დაღუპულთა საძიებო სამუშაოები.