კასპის მუნიციპალიტეტში 3,7 კილომეტრი სიგრძის სარწყავ არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 2022-02-15 10:11:00

"საქართველოს მელიორაცია" შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში, დოეს-გრაკალის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი არხების მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. სოფელ დოესსა და გრაკალში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან 3,7 კილომეტრი სიგრძის არხები იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს; შედეგად, სოფელ დოესისა და გრაკალის 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

საირიგაციო არხების აღდგენითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

"საქართველოს მელიორაცია", წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს.