სენაკის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 2022-02-09 11:56:00

შპს "საქართველოს მელიორაცია" სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ცივა-ტეხურას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. 

ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 8 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხი იწმინდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გადინება შეუფერხებლად მოხდება, რაც 400 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას უზრუნველყოფს და აგროწარმოების შესაძლებლობას გაზრდის.

დამშრობ მასივზე სამუშაოები თებერვილის ბოლოს დასრულდება.