კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 33 ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2022-02-08 16:01:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 33 ფაქტი გამოავლინეს.

➡ საგარეჯოს, ახმეტის, ლაგოდეხის, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დაამზადეს ჯამში დაახლოებით 61 კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე (საშეშე მერქანი, კოტრი) და მათი უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.

❗ სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

➡ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის მიმდებარე ტყეში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოპოვებული ცაცხვისა და წიფლის სახეობის ხე-მცენარეებისგან დაამზადა 14 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და მათი უკანონო ტრანსპორტირებაც მოახდინა.

❗ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.