ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა

საქართველო, თბილისი - 2022-02-07 10:06:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.

ამასთან, თოვლის და ლიპყინულის გამო, ამავე მონაკვეთზე ჯერჯერობით ნარჩუნდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.