ყვარელში, სოფელ შილდის ტყეში ხანძარია

საქართველო, თბილისი - 2022-02-05 19:10:00

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი, თუმცა ცეცხლი მიუვალ ადგილზეა გავრცელებული და სპეციალური ტექნიკა მუშაობას ამ დრომდე ვერ იწყებს.

მეხანძრე-მაშველები და მოხალისეები ადგილამდე ფეხით მივიდნენ.