დაღესტანში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის პოდპოლკოვნიკი დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 2010-11-22 13:38:00

დაღესტანში, კარაბუდახენტსკის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის პოდპოლკოვნიკი საიდ მაგომედოვი დაიჭრა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 09:00 საათზე განყოფილებასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ მოვიდა მოქმედებაში, როდესაც უშიშროების პოდპოლკოვნიკი ავტომანქანაში ჩაჯდა.

ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობის შესახებ სხვა ინფოამაცია არ ვრცელდება.