კახეთში უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2022-01-25 11:24:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს.

➡ სამივე სამართალდარღვევა გამოვლენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.

სოფელ უდაბნოში მოქალაქეები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ( მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) გარეშე ნადირობდნენ. დავით გარეჯას მიმდებარედ კი, სამართალდამრღვევს, უკანონოდ ჰქონდა მონადირებული 2 ერთეული კაკაბი.

❗ სამართლამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.