1-ლი თებერვლიდან ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი გახდება

საქართველო, თბილისი - 2022-01-21 14:54:00

პირველი თებერვლიდან ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი გახდება. აღნიშნულ ინფორმაციას ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ტარიფები

საქართველოს მოქალაქე - 2 ლარი;

უცხო ქვეყნის მოქალაქე - 5 ლარი;

საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი

სასწავლებლების სტუდენტები -1 ლარი;

სკოლის მოსწავლე 10 წელზე ზევით - 1 ლარი;

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ: ომის მონაწილეები, პენსიონერები, საპატიო ზუგდიდელები, ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, ოჯახები, რომელთა
სოციალური სარეიტინგო ქულა არ არემატება 100-000-ს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა აუდიტის დასკვნა, რომლის თანახმადაც, 2020 წელს ბოტანიკურ ბაღში 6 მოლარე იყო დასაქმებული, თუმცა შესვლა უფასო იყო.

აუდიტის თანახმად, მოლარეთა ხელფასებზე 50.3 ათასი ლარი დაიხარჯა.