აჭარისა და გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 9 ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2022-01-17 16:28:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 9 ფაქტი გამოავლინეს.

➡ სამართალდარღვევები გამოვლენილია შუახევის, ქედის, ხულოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის, ჯამში 12 ერთეული ხე-მცენარე.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.