აღმოსავლეთ საქართველოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2022-01-10 16:00:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.

➡ მცხეთის, ქარელისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე ჯამში 16 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.

❗ მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა.