აჭარისა და გურიაში წიაღის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2021-12-28 16:50:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს. 

➡ ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი დაფიქსირდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში. მოქალაქეებმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს, ჯამში 47 კუბური მეტრი მოცულობის ინერტული მასალა. 

➡ 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა გურიაში. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, მდინარე სუფსის მიმდებარე ტერირორიაზე, მოქალაქე უკანონოდ ახორციელებდა ქვიშა-ხრეშის მოპოვებას. 

❗ ოთხივე სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.