დღეს პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას იწყებს

საქართველო, თბილისი - 2021-12-28 10:10:00

დღეს პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას იწყებს. 

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს პარლამენტისგან ცნობილი გახდა, რომ დღეს, 2021 წლის 28 დეკემბერს, 10:30 საათიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში იწყება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვა. 

ვთხოვთ, ყველა დაინტერესებულ პირს დაესწრონ კანონპროექტის განხილვას",- აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.