დასავლეთ საქართველოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 8 ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2021-12-28 10:01:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 8 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევები გამოვლენილია ცაგერის, ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონისა და ხონის მუნიციპალიტეტეტბში.

➡ მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 23 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

❗ სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.