პროექტის მიზანია აქტიური პროპაგანდა გაუწიოს სტუდენტებში ანტინარკოტიკულ განწყობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მეტი ინფორმაცია გაავრცელოს სტუდენტებში ნარკოტიკული საშუალებების მავნებლობისა და უარყოფითი მხარეების შესახებ.
გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების ჩატარება:
17 ნოემბერს, 13:00 საათიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტის ორგანიზატორი სტუდენტები ანტინარკოტიკულ ფლაერებს დაარიგებენ და აქტიური პროპაგანდა გაეწევა ცხოვრების ჯანსაღ წესს.
18 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსში, შეხვედრების ოთახში (III სართული) სტუდენტებისთვის ნაჩვენები იქნება ანტინარკოტიკული თემატიკის ფილმი, რომლის ჩვენების შემდეგ ჩატარდება ტრენინგი თემაზე - "ნარკომანია და შიდსის პრევენცია".
19-20 ნოემბერს, 12:00 საათიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში გაიმართება მინიფეხბურთის ტურნირი.
22 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის ადმინისტრაციული კორპუსის შეხვედრების ოთახში ჩატარდება ტრენინგი თემაზე - "ნარკოსიტუაცია საქართველოში".
22 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის ადმინისტრაციული კორპუსის შეხვედრების ოთახში გაიმართება საჯარო ლექცია ფსიქოლოგების მონაწილეობით.
23 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსიდან 1-ლი კორპუსის მიმართულებით გაიმართება მარათონი სტუდენტების მონაწილეობით.