დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, რომელებიც გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილებების საერთაშორისო კონფერენციაზე არიან შეკრებილნი, პლანეტისთვის უფრო უსაფრთხო და სტაბილური მომავალი უზრუნველყონ.
მონარქი თავადაც უნდა დასწრებოდა გლაზგოს კლიმატის კონფერენციას, თუმცა ექიმების რეკომედაციის თანახმად, რამდენიმე დღით ადრე გააუქმა ვიზიტი, ამიტომ კონფერენციის მონაწილეებისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა.
ვიდეომიმართვაში ელისაბედ მეორე მოუწოდებს კონფერენციის დელეგატებს, რომ "დროა სიტყვებიდან მოქმედებაზე გადავიდნენ".
დედოფლის განცხადებით, "ისტორიამ ცხადჰყო, რომ როდესაც ერები საერთო მიზნებისთვის იკრიბებიან, ყოველთვის არის ადგილი იმედისთვის".
"ბევრი იმედოვნებს, რომ ამ სამიტის მემკვიდრეობა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დაბეჭდილი ისტორიის წიგნებში, დაგახასიათებთ, როგორც ლიდერებს, რომლებმაც ხელიდან არ გაუშვეს შესაძლებლობა და რომლებმაც მომავალი თაობის მოწოდებას უპასუხეს", - ამბობს ელისაბედ მეორე მიმართვაში.
"I, for one, hope that this conference will be one of those rare occasions where everyone will have the chance to rise above the politics of the moment, and achieve true statesmanship.”
— The Royal Family (@RoyalFamily) November 1, 2021
The Queen has delivered a video message to mark the start of #COP26
გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენცია, გლაზგოში 31ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე იმართება. სესიაში 200-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის მსოფლიო ლიდერები, ექსპერტები და აქტივისტები.
მსოფლიო ლიდერების შეხვედრა 1-2 ნოემბერს არის დაგეგმილი. სამიტის მსვლელობისას იგეგმება მიიღონ დოკუმენტები სათბურის გაზების გამონაბოლქვის შემცირებისა და ნახშირბადის ნეიტრალიტეტს მიღწევის შესახებ.
კლიმატის ცვლილების საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.