ექსტრემისტული დაჯგუფება თალიბანი, რომელიც ცოტა ხნის წინ ავღანეთის ხელისუფლების სათავეში მოექცა, მიესალმება რუსეთს პრეზიდენტი პუტინის განცხადებას, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან თალიბანის შესაძლო ამოღების შესახებ.
"ავღანეთის ისლამური საამიროს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივან აბდულ ქაჰარ ბალხის განცხადებით, უწყება მიესალმება პუტინის ამ განცხადებას და შენიშნავს, რომ ომის დასრულებასთან ერთად, დროა, მსოფლიო თანამეგობრობამ ავღანეთთან მიმართებით მიდგომები შეცვალოს.
"ჩვენ ვესწრაფვით საერთაშორისო თანამეგობრობასთან ორმხრივობის პრინციპებზე დაფუძნებულ პოზიტიურ ურთიერთობებს", - დასძინა ბალხმა.
Ministry of Foreign Affairs of Islamic Emirate of Afghanistan welcomes remarks by President of the Russian Federation, Vladimir Putin, regarding removal of names of IEA leaders from blacklist.
— Abdul Qahar Balkhi (@QaharBalkhi) October 24, 2021
21 ოქტომბერს, საერთაშორისო კლუბ "ვალდაის" შეხვედრაზე პუტინმა არ გამორიცხა თალიბანის ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღების შესაძლებლობა. ამასთან, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უწინარესად, გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს. მისივე განცხადებით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად პოზიტიურად განვითარდება მოვლენები ავღანეთში.
ერთი დღით ადრე, მოსკოვში იმყოფებოდა თალიბანის დელეგაცია, სადაც "მოსკოვის ფორმატში" შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, ავღანეთის ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობის აუცილებლობა, მიუხედავად საერთაშორისო არენაზე თალიბანის სტატუსისა.
თალიბანი ავღანეთის ხელისუფლების სათავეში, ქვეყნიდან ამერიკის მეთაურობით კოალიციური ჯარების გაყვანის ფონზე, მოექცა.
ავღანეთის დაპყრობის შემდეგ, თალიბნმა ქვეყანას "ავღანეთის ისმალური საამირო" უწოდა.