მსოფლიო პატრიარქი ჰოსპიტალიზებულია

საქართველო, თბილისი - 2021-10-24 22:58:00

მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს პირველი შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

კონსტანტინოპოლის პატრიარქი შეერთებულ შტატებს, 12-დღიანი ვიზიტით, შაბათს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.

ბერძნული საინფორმაციო სააგენტო AMNA-ს ინფორმაციით, პატრიარქი ვაშინგტონში საეკლესიო მსახურებას უნდა დასწრებოდა, მაგრამ ხანგრძლივი ფრენისა და გადატვირთული განრიგის შემდეგ, აშშ-ის დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ თავს შეუძლოდ გრძნობდა.

"81 წლის პატრიარქი გადაიყვანეს ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, სადაც მას დასვენება ურჩიეს და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება", - ნათქვამია ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის ამერიკის ეპარქიის განცხადებაში.