ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია დევიდ ქარდს, ჯოშუა ანგრისტს და გვიდო იმბენსს გადაეცათ.
ქარდმა ჯილდო შრომის ეკონომიკაში ემპირიული, ანგრისტმა და იმბენსმა კი მიზეზ-შედეგობრივ ანალიზში მეთოდოლოგიური წვლილისთვის მიიღეს.
მეცნიერებათა სამეფო აკადემია ყოველწლიურად გადასცემს პრემიას ეკონომიკის დარგში, იმის მიუხედავად, რომ ის არ მიეკუთვნება მათ რიცხვს, რომლებიც ალფრედ ნობელმა 1895 წლის ანდერძში დაიბარა.
BREAKING NEWS:
— The Nobel Prize (@NobelPrize) October 11, 2021
The 2021 Sveriges Riksbank Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel has been awarded with one half to David Card and the other half jointly to Joshua D. Angrist and Guido W. Imbens.#NobelPrize pic.twitter.com/nkMjWai4Gn
ეკონომიკურ სფეროში პრემია შვედეთის სახელმწიფო ბანკმა 1968 წელს დაარსა.
ნობელის პრემიის პირველ ლაურეატებს ტრადიციულად ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ასახელებენ. 4 ოქტომბერს პრემია აღნიშნულ სფეროში დევიდ ჯულიუსსა და არდემ პატაპუტიანს გადაეცათ.
5 ოქტომბერს ცნობილი გახდა ფიზიკის დარგში ლაურეატების ვინაობა - პრემია მიიღეს სიუკურო მანაბემ, კალუს ჰასელმანმა და ჯორჯო პარიზმა.
6 ოქტომბერს დაასახელეს ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგში - ბენჯამინ ლისტი და დევიდ მაკმილანი.
2021 წლის პრემია ლიტერატურის დარგში ტანზანიელ მწერალს გადაეცა აბდულრაზაქ გურნას გადაეცა. მშვიდობის დარგში კი ნობელის პრემია ფილიპინელ და რუს ჟურნალისტებს გადაეცათ.