ჩეჩნეთში მომხდარ აფეთქებას ერთი რუსი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა
საქართველო, თბილისი - 2010-11-10 11:28:00
![]()
ჩეჩნეთში მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის შინაგანი ჯარის ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.
"ურუს-მარტანის რაიონში, დასახლებული პუნქტის ტანგას სიახლოვეს მთიან ადგილზე სამძებრო-სადაზვერვო ღონისძიებების ჩატარების შედეგად დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამუშავდა. აფეთქების შედეგად ერთი სამხედრო მოსამსახურე მძიმედ დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა", _ ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ძიება.