კანის 74-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზი - ოქროს პალმის რტო გადაეცა ფრანგი რეჟისორის ჟულია დიუკორნოს ფილმს "ტიტანი". ეს არის სერიული მკვლელი გოგოს ამბავი, რომლის სექსუალური პარტნიორებიც ავტომობილები არიან. აგატა რუსელის გმირი სწორედ ავტომობილისაგან დაორსულდება.
Julia DUCOURNAU - Palme d'or for TITANE
— Festival de Cannes (@Festival_Cannes) July 17, 2021
—
Julia DUCOURNAU - Palme d'or pour TITANE
— #Cannes2021 #Awards pic.twitter.com/yrNCgoDFDR
კინოფესტივალის გრან-პრი მოიპოვა ორმა ნამუშევარმა: ირანელი რეჟისორის ასგარ ფარჰადის ფილმმა "გმირი" და ფინელი რეჟისორის იუჰო კუოსმანენის კონოსურათმა "კუპე ნომერი ექვსი".
საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდო მიიღო ფრანგმა რეჟისორმა ლეოს კარაკსმა ფილმისთვის "ანეტი".
Leos CARAX - Best director for ANNETTE
— Festival de Cannes (@Festival_Cannes) July 17, 2021
—
Leos CARAX – Prix de la mise en scène pour ANNETTE
—
Avec/With The Sparks#Cannes2021 #Awards pic.twitter.com/jHIeHBszc8
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი გადაეცა ლენდრი ჯონსს ავსტრალიელი რეჟისორის ჯასტინ კურზელის ფილმ "ნიტრამში" შესრულებული როლისთვის.
Caleb LANDRY JONES, Best actor in NITRAM by Justin KURZEL
— Festival de Cannes (@Festival_Cannes) July 17, 2021
—
Caleb LANDRY JONES, Prix d’interprétation masculine dans NITRAM de Justin KURZEL
— #Cannes2021 #Awards pic.twitter.com/8iorQaTXpp
ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ჯილდო წილად ხვდა რენატე რეინსვეს ნორვეგიელი რეჟისორის იოაკიმ ტრიერის ფილმისთვის "ყველაზე საშინელი ადამიანი დედამიწაზე".
Renate REINSVE, Best actress in VERDENS VERSTE MENNESKE (THE WORST PERSON IN THE WORLD) by Joachim TRIER
— Festival de Cannes (@Festival_Cannes) July 17, 2021
—
Renate REINSVE, Prix d’interprétation féminine dans JULIE (EN 12 CHAPITRES) (VERDENS VERSTE MENNESKE) de Joachim TRIER
— #Cannes2021 #Awards pic.twitter.com/EHL5RTzyeO
საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო გადაეცა იაპონურ ფილმს "დაჯექი ჩემი მანქანის საჭესთან", რომლის რეჟისორია რიუსუკე ჰამაგუჩი, ჰარუკი მურაკამის ნაწარმოების ეკრანიზაცია წარმოადგინა.
Best Screenplay - HAMAGUCHI Ryusuke and TAKAMASA Oe for DRIVE MY CAR
— Festival de Cannes (@Festival_Cannes) July 17, 2021
—
Prix du scénario - HAMAGUCHI Ryusuke and TAKAMASA Oe for DRIVE MY CAR
—
Avec/With HAMAGUCHI Ryusuke#Cannes2021 #Awards pic.twitter.com/uImLHMrxJ9
ჟიურის პრიზი ერგო ორ სურათს - ისრაელელ რეჟისორს ნადავა ლაპიდსა და ტაილანდელ რეჟისორს აპიჩატპონგი ვირასეტაკულას.
კანის 74-ე საერთაშორიოს კინოფესტივალი წელს 6-17 ივლისს გაიმართა.