42-ე ბატალიონის შეიარაღების საწყობში ერთი ავტომატური იარაღის დანაკლისი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 2010-11-05 16:33:00

მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის შეიარაღების საწყობში მორიგი აღრიცხვიანობის დროს, სერჟანტმა აღმოაჩინა ერთი ავტომატური იარაღის დანაკლისი.

აღნიშნულ ფაქტს, რამდენიმე კაპრალს შორის შელაპარაკება და დაპირისპირება მოყვა. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.