გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 2009-11-17 13:16:00

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაიხსნა.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ტაძარი საგარეჯო-ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ აკურთხა, პირველი წირვა-ლოცვა კი გურჯაანი-ველისციხის მეუფე ექვთიმემ აღავლინა.

ეკლესია სოფელ ვეჯინში მცხოვრები ბიზნესმენის თამაზ გველუკაშვილის და ადგილობრივი მაცხოვრებლების შემოწირულობებით აშენდა.