შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის უფროსი წევრი ჯიმ რიში ნიკა მელიას გათავისუფლებას მიესალმება და ნაციონალურ მოძრაობასა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.
"მახარებს, როდესაც ვხედავ, რომ ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ციხიდან გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლება 2021 წლის აპრილის ხელშეკრულებაში მოცემული ერთ-ერთი მთავარი დაპირების შესრულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში 18-თვიანი პოლიტიკური ჩიხის დასრულებას. ახლა, როდესაც ნიკა მელია გაათავისუფლეს, ველოდები, რომ ის პოლიტიკურ პარტიები, რომლებსაც ჯერ ხელი არ მოუწერიათ შეთანხმებაზე, დანაპირებს შეასრულებენ, ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ, საქართველოს პარლამენტში თავიანთ ადგილებს დაიკავებენ და სხვა ხელმომწერებთან ერთად იმუშავებენ, რათა საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ეს უსიამოვნო თავი დახურონ", - აცხადებს სენატორი ჯიმ რიში.
I’m encouraged to see #NikaMelia, leader of @UNMGeorgia, released from prison - fulfilling a promise made in the April 2021 agreement. Now, I expect to see all political parties take their seats in #Georgia’s Parliament & work together. https://t.co/7jOia2BYg4
— Senate Foreign Relations Committee Ranking Member (@SenateForeign) May 11, 2021