იმერეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2021-05-07 16:11:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული თანამშრომლებმა იმერეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.  
➡საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩომახეთში, მოქალაქემ, საავტომობილო გზის მიმდებარედ, საბურავი და  რეზინის ნივთები ღია წესით დაწვა. ასევე საბურავის ღია წესით წვა მოახდინა მოქალაქემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში. 
❗ორივე შემთხვევაზე შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები. 
❗❗მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენის - საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით წვა, დასჯადია და ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლის მეორე ნაწილით, ითვალისწინებს ჯარიმას 1500 ლარის ოდენობით.