სოფელ ჩუმლაყში დამშრობი არხი გაიწმინდა

საქართველო, თბილისი - 2021-05-05 14:37:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებს.
ამჯერად ექსპლუატაციის პროგრამით სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტში  დასრულდა. 
სოფელ ჩუმლაყში დანალექი გრუნტისა და ხე-მცენარეებისგან ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-32 გამანაწილებლის მიმდებარედ  არსებული   დამშრობი არხის 2000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.  
ჩატარებული სამუშაოების შედეგად,  მუნიციპალიტეტში 70 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი   ჭარბი წყლისგან გათავისუფლდა. 
აღდგენილი სამელიორაციო არხით სოფელ ჩუმლაყისა და ყიტაანის მოსახლეობა ისარგებლებს. 
სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა.