20:00 საათიდან ასტრაზენეკას ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია იწყება

საქართველო, თბილისი - 2021-05-05 14:29:00

დღეს 20:00 საათიდან ასტრაზენეკას ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია იწყება.

აცრის ჩატარება 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

✅სამედიცინო დაწესებულებაში მე2 დოზის მისაღებად დარეგისტრირება შესაძლებელია პირველი აცრიდან 4 - 12 კვირის ინტერვალში

✅ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ასტრაზენეკას ვაქცინით ჩაიტარა.

🔹ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

🔹რეგისტრაციის ინსტრუქცია:

https://fb.watch/4c2mI8hKtj/

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.